საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „SalamAir“ შემოდის
საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „SalamAir“ შემოდის
11:57 22.03.2018
ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „SalamAir“ საქართველოში რეგულარულ საავიაციო მიმოსვლას იწყებს. მუსკატი-თბილისი-მუსკატის საჰაერო ხაზზე ფრენები მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.2018), კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „SalamAir“-ს რეგულარული ფრენის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 14 მარტს მიენიჭა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ახალი რეისები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას.

ბეჭდვა