საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას მიღების ფინანსთა მინისტრი
მამუკა ბახტაძე აფასებს.
მისი თქმით, პარლამენტმა მიიღო გუნდის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელშიც მკაფიოდაა დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა და ჩვენი თანამოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო.
"ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება დეოკუპაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე.
