სამხრეთ კორეაში ვიზიტით მყოფი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესუსრების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური კორეულ ენერგოკომპანიებს შეხვდა და მიმდინარე
საინვესტიციო პროექტები გააცნო.
მისი განცხადებით, ქვეყანას 20 ათასი მგვტ-ის ოდენობის არარეალიზებული ჰიდრორესურსი აქვს და ელექტროენერგიის ექსპორტიორია რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.
მინისტრის ხედვით საქართველოს ასევე ბირთვული ენერგიის წარმოების პერსპექტივებიც გააჩნია.
"პირველ რიგში ყველამ უნდა განავითაროს მწვანე ენერგია, მაგრამ ჩემი თვალთახედვით მომავალი დაკავშირებულია ასევე ბირთვულ ენერგიასთან. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ბირთვული ენერგიის წარმოებისთვის უსაფრთხო ტექნოლოგიის განვითარებას. საქართველოს შემთხვევაში, ეს შესაძლებელი იქნება 20-30 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სრულიად ავითვისებთ ჩვენს ჰიდრო პოტენციალს",- განაცხადა ხეთაგურმა.
