თბილისში, მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკა“-ში პროექტ Check in Georgia-ს დაწყებასთან
დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაში საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას ასევე პროექტის მონაწილე უწყებების, კომპანიების წარმომადგენელები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან და ის 18.30 საათზე დაიწყება.
