ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოში 2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოში 2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა
13:49 12.03.2018
გასულ წელს რეინვესტირების 129.6 პროცენტიანი ზრდა (401.9 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და რეინვესტირების მოცულობამ 712.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 38.2 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 18.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ამასტან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდასა და პოზიტიურ მოლოდინებზე ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესსაქმიანობის გასაფართოებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.


ბეჭდვა