იაპონიაში ქართული ღვინის შესახებ სემინარი ჩატარდა
იაპონიაში ქართული ღვინის შესახებ სემინარი ჩატარდა
15:24 07.03.2018
იაპონიაში, ტოკიოში საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიური გამოფენა Foodex Japan დაიწყო, რომელშიც 10 ქართული კომპანია მონაწილეობს. გამოფენის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ცინცაძემ მიიღო. გახსნის დღეს იაპონიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს ორგანიზებით ქართული ღვინის შესახებ სემინარი ჩატარდა. ღონისძიებას სომელიეები, ბიზნეს კომპანიების და პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ქართველი და იაპონელი მომხსენებლის გამოსვლა მოისმინეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს.
გამოფენის ფარგლებში, ასევე იაპონური ღვინის კონკურსის “საკურა“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც კომპანია „დურუჯი ველის“ ღვინოს გრანპრი მიენიჭა. ცერემონიალზე საქართველოს საელჩო წარდგენილი იქნა როგორც კონკურსის საპატიო სტუმარი.


ბეჭდვა