გენადი არველაძე საქართველო-აშშ-ს შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრაში მონაწილეობს
გენადი არველაძე საქართველო-აშშ-ს შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრაში მონაწილეობს
12:48 07.03.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში EWG-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიხსნა, რომელსაც ქართული მხრიდან სამუშაო თავმჯდომარეობას უწევენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ხოლო ამერიკული მხრიდან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე მიქაბაძე და გიორგი ჩიქოვანი.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური რეფორმებისპაკეტის განხორციელების მიმდინარეობა, საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების რეგულაციების დახვეწადა შრომითი კანონმდებლობის სრულყოფა. ასევე, ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, ყურადღება დაეთმობაკონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის განვითარების საკითხებს და აშშ-ს მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებით. საუბარი შეეხება ორმხრივისავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის პერსპექტივებს, მათ შორის, კომერციული დიპლომატიის გზით.

შეხვედრაზე ვრცლად იქნება მიმოხილული ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორისთანამშრომლობის განმტკიცების გზები და 2018 წლის განმავლობაში სავაჭრო მისიების განხორციელების გეგმები.

საუბარი შეეხება აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციოდიალოგის (HLTID) მომდევნო რაუნდის ჩატარება მიმდინარე წლის აპრილში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული დიალოგის ფარგლებშიგანხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, შესაბამისი ინიციატივებისგანხორციელებისა და შეთანხმებების გაფორმების კუთხით.

საუბარი ასევე შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზის მიმდინარეობას და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისგანმტკიცების საკითხებს, მათ შორის, რეგიონულ პროექტებში საქართველოს ჩართულობის გზით. მხარეები ასევე ისაუბრებენ სოფლის მეურნეობისსფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე.



ბეჭდვა