თურქეთში კონფერენცია -„წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა“ გაიმართა
თურქეთში კონფერენცია -„წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა“ გაიმართა
15:08 28.02.2018
თურქეთში საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით: „წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა“ გამოვიდა სიტყვით.

კონფერენციაზე მხარეებმა სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტები მიმოიხილეს და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ასევე,განხილულ იქნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის რეალიზაციის კუთხით განხორციელებული აქტივობები და პროექტის მონაწილე მხარეთა სამომავლო გეგმები.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თურქეთის მთავრობის წარმომადგენლები,პარლამენტის დეპუტატები და „ევრაზიის ეკონომიკური ურთიერთობების ასოციაციის“ ხელმძღვანელი.მათ ისაუბრეს საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებულ სანიმუშო ურთიერთობებზე.
აღნიშნულ ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ უკრაინისა და ჩინეთის ელჩები, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.



ბეჭდვა