საქართველოს სპეციალური ეკონომიკური ზონისა და „სმარტ სითის“ ინოვაციური მართვის სისტემის ექსპერტები ეწვევიან
საქართველოს სპეციალური ეკონომიკური ზონისა და „სმარტ სითის“ ინოვაციური მართვის სისტემის ექსპერტები ეწვევიან
17:04 27.02.2018
„ანაკლია სითის“ მოწვევით საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონისა და „სმარტ სითის“ ინოვაციური მართვის სისტემის ექსპერტები ჩამოდიან. ამერიკელი პროფესორი, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სამართლის ექსპერტი, Cato Institute-ის მკვლევარი ტომ ბელი და მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ეკონომიკური ზონების განვითარების კონსულტანტი მაიკლ კასტ მილერი თბილისს 28 თებერვალს ეწვევიან და 2 მარტამდე დარჩებიან.
ვიზიტის ფარგლებში სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება.
ხვალ, 28 თებერვალს 18:30- ზე, თიბისი გალერეაში, პროფესორი ტომ ბელი საჯარო ლექციას გამართავს თემაზე: „მომავლის ქალაქი“.



ბეჭდვა