ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ დღეს, „ილიაუნი ბიზნეს რევიუსა“ და ჟურნალ „ფორბსის“ ერთობლივი
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. კვლევა საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს ეხება.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, კვლევითმა ჯგუფმა ანგარიში - „საქართველოს ტურისტული რეალობა და პერსპექტივა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოამზადა და იგი ჟურნალ „ფორბსში“ გამოქვეყნდა.
პრეზენტაციაზე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე მოხსენებას წარადგენს.
