უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის მიერ
შემოთავაზებული ცვლილებები 120 000-ზე მეტ ადამიანს გაუადვილებს ბიზნესის კეთებას.
ამასთან, მისივე შეფასებით, მთავრობის მოლოდინი გაცილებით მეტია.
“ მცირე მეწარმეებს საერთო შემოსავლის გადასახადი მინიმუმამდე შეუმცირდებათ და 1%-ით დაიბეგრებიან, დღეს არსებული 5%-ის ნაცვლად. ასევე, მცირე ბიზნესისთვის წლიური შემოსავლის ლიმიტი იზრდება 500 000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა;
შემოთავაზებული ცვლილებები დღეს 120 000-ზე მეტ ადამიანს გაუადვილებს ბიზნესის კეთებას, თუმცა ჩვენი მოლოდინი გაცილებით დიდია - ამ რეფორმას აქვს ნახევარი მილიონი ახალი მეწარმის დაინტერესების პოტენციალი”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
