დიმიტრი ქუმსიშვილი: გასულ წელს საქართველოს საავიაციო ბაზარი რეკორდულად გაიზარდა
დიმიტრი ქუმსიშვილი: გასულ წელს საქართველოს საავიაციო ბაზარი რეკორდულად გაიზარდა
13:20 22.02.2018
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გასული წელი რეკორდული იყო საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. საქართველოს ყველა აეროპორტში ჯამურმა ზრდამ 46% შეადგინა. მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში 7 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა. საჰაერო მიმოსვლა და ტურიზმი კვლავაც საქართველკოს მთავრობის პრიორიტეტებია და ჩვენ წელსაც მსგავს ზრდას ველით.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმის „CONNECT 2018“ - ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს საავიაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.

„ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს და ხელს შევუწყობთ ყველა იმ კერძო პირსა თუ კომპანიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას გადაწყვეტს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბეჭდვა