საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი
ქუმსიშვილი დღეს ქალაქ ფოთში, მოწერილიას ქ. 31-ში, კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალ საწარმოს გახსნის, სადაც 3000 ადამიანი დასაქმდება.
ღონისძიებაში პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად Nike Ema”-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი და შპს „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ მიიღებენ მონაწილეობას.
„აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეიქმნა და ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებას გეგმავს. კომპანია უკვე წარმატებით თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა Nike, Puma, Lotto, Erima. მათ რიცხვს ახლო მომავალში “New Balance” და “Under Armour” შეემატება. ფოთის ახალი საწარმოს გარდა, „აჭარა ტექსტილი“ ფლობს ორ სამკერვალო ქარხანას ბათუმსა და ქობულეთში, სადაც 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული
გახსნის ღონისძიება 13.30 საათზე დაიწყება.
