რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო, საავიაციო ფორუმი #CONNECT2018, რომელმაც
თბილისში ავიაციის სფეროს 500 ზე მეტი დელეგატი შეკრიბა, დღეს დასრულდება. დილის 09.00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ პრეზენტაციას ირლანდიური ავიაკომპანია ,,რაინეარის“ მარშრუტების განვითარების დირექტორი ნილ ო კონერი, შემდეგ ქართული ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეიზის“ ბიზნესგანვითარების დირექტორი, ეთერ გაიაშვილი გამართავენ. მოგვიანებით პანელზე სიტყვით იტალიის აეროპორტების დირექტორები წარსდგებიან.
შეგახსენებთ, რომ თბილისში საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა.
ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
