დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა
დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა
11:03 20.02.2018
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მეჰმეთ შიმშეკთან და ცენტრალური ბანკის მმართველთან მურათ ჩეთინქაიასთან. აგრეთვე ეკონომიკის მინისტრთან ნიჰათ ზეიბექჩისთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეხვდება ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმეთ არსლანს და სოფლის მეურნეობის მინისტრს აჰმეთ ესრეფ ფაკიბაბას.

ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი, მნიშვნელოვანი მიმართულებები.

ბეჭდვა