მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა
მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა
14:49 19.02.2018
ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს, ჰანს ტიმერს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე საჯარო სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობასთან აღნიშნული დიალოგის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ საქართველო განიხილება, როგორც წარმატებული მაგალითი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის, ზოგადად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების როლი აღნიშნული სისტემების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გაგრძელდეს კონსულტაციები და თანამშრომლობა.



ბეჭდვა