საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივით, თბილისს 15-კაციანი დელეგაცია ეწვია.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატადან აცნობეს, დელეგაციის წევრები დღეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავენ, რომელშიც ადმინისტრაციის უფროსი მაია სიდამონიძე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
დელეგაცია საინვესტიციო ფონდის ფორმატით, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტიციების განხორციელებას აპირებს.
ინვესტორები პირველ ეტაპზე თანხების ჩადებას გუდიაშვილის ქუჩაზე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო RIXOS-ის პროექტში და აბანოთუბანში ART HOTEL-ის მშენებლობაში აპირებენ.
დელეგაციის წევრების საქართველოში ვიზიტი ხვალ სრულდება.
