ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძის შეფასებით,
ფინანასთა მინისტრის ინიციატივამ მცირე ბიზნესს გაუხსნა გასასვლელი ისეთ რესურსზე, რომელმაც შეიძლება საქართველოს და თითოეული ოჯახის ეკონომიკას ახალი შემოსავალი მოუტანოს.
მისივე თქმით, ბევრი ადამიანი ყოველდღე ელოდა ამ სიახლეს.
“ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივამ მცირე ბიზნესს გაუხსნა გასასვლელი ისეთ რესურსზე, რომელმაც შეიძლება საქართველოს და თითოეული ოჯახის ეკონომიკას ახალი შემოსავალი მოუტანოს. ეს რეფორმა აფართოებს მონაწილეობის შესაძლებლობას ეკონომიკაში, ზრდის ინკლუზიის ხარისხს და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდასაც ხალხზე უფრო მეტად ანაწილებს. ბევრი ადამიანი ყოველდღე ელოდა ამ სიახლეს ჩვენს ქვეყანაში. მთავრობის ამ ინიციატივას პოზიტიურად ვაფასებ” - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ.
