ირაკლი მეზურნიშვილი: მამუკა ბახტაძის შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის და მეწარმეებისთვის, არის მოწოდება, რომ ზღვაში პატარა გემები გავიდნენ სათევზაოდ
ირაკლი მეზურნიშვილი:  მამუკა ბახტაძის შეთავაზება მცირე ბიზნესისთვის და მეწარმეებისთვის, არის მოწოდება, რომ ზღვაში პატარა გემები გავიდნენ სათევზაოდ
14:13 16.02.2018
პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი მამუკა ბახტაძის მცირე ბიზნესისა და მეწარმეებისათვის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც ზღვაში პატარა გემების სათევზაოდ გასვლა იქნება შესაძლებელი, დადებითად აფასებს.
მეზურნიშვილის თქმით, ეს ინიციატივა ეკონომიკური აქტივობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

"მხარდაჭერა ყველაზე მეტად არა დიდი გემების, არამედ პატარა გემების ეკონომიკას
სჭირდებოდა და მან ეს გააკეთა.

ყველანი დავინახავთ, რომ ეს ინიციატივა არა მხოლოდ ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, არამედ მონაწილეობის და ჩართულობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.

ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა ხალხთან იყოს რაც შეიძლება კარგად და გასაგებად მიტანილი. მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მზად ვარ ჩემს ოლქში, კასპის რაიონში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თითოეულ ოჯახს ავუხსნა, რომ ეს ინიციატივა მათ ახალი საქმის დაწყების, ახალი შემოსავლის მიღების რეალურ შანსს აძლევს" -განაცხადა  მეზურნიშვილმა.


ბეჭდვა