პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, საგადასახადო რეფორმის მაშტაბი უპრეცედენტოა.
მისივე თქმით, ეს უზრუნველყოფს მეტი ფულის ბრუნვას ხალხში და მეტ სამუშაო ადგილს.
„მგონია, რომ პირველივე დღეს სათანადოდ არც კი გაშუქდა ის ფაქტი, რომ მცირე და პრინციპში, არა მხოლოდ მცირე, საშუალო ბიზნეციც კი, პრაქტიკულად გათავისუფლდა გადასახადისგან.
შესაბამისად ამიტომ არის ამ საგადასახადო რეფორმის მაშტაბი უპრეცედენტო.
ნახევარ მილიონამდე ბრუნვის ერთი პროცენტით დაბეგვრის სხვა შემთხვევები ნამდვილად არ მახსენდება. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს მეტი ფულის ბრუნვას ხალხში, მეტ სამუშაო ადგილს, ბიზნესის კეთების მეტ სტიმულს, დამწყები ბიზნესმენების მეტად რეალიზების საშუალებას და განვითარების გაცილებით მეტ ტემპებს“- განაცხადა ზარდიაშვილმა.
