საკრებულოს სხდომაზე დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს
11:27 16.02.2018
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი უნდა დამტკიცდეს.
კენჭისყრა 17:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი პროექტს საკრებულოს კომისიებში განიხილავენ.
დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი 866 მილიონი ლარი იქნება.