დიმიტრი ქუმსიშვილი: ევროკავშირის მიერ ქართული საწარმოების ინდივიდუალურად განხილვა წინ წასულ საწარმოებს აკრედიტაციის შესაძლებლობას მისცემს
დიმიტრი ქუმსიშვილი: ევროკავშირის მიერ ქართული საწარმოების ინდივიდუალურად განხილვა წინ წასულ საწარმოებს აკრედიტაციის შესაძლებლობას მისცემს
17:24 05.02.2018
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ აკრედიტაციის მისაცემად საწარმოების ინდივიდუალურად განხილვის დაწყება შესაძლებლობას მისცემს წინ წასულ საწარმოებს აკრედიტაციის შემთხვევაში ევროკავშირის ბაზარზე მათ მიერ წარმოებული პროდუქცია შეიტანონ.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა ბრიუსელში, ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ევროკავშირი დაიწყებს საწარმოების ინდივიდუალურად განხილვას მათთვის აკრედიტაციის მისაცემად. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ საწარმოებს, იმ შემთხვევაში, თუ მათი სტანდარტები გაცილებით უფრო წინ არის წასული, ვიდრე მთლიანად ქვეყნის სტანდარტი და ქვეყნის ასოცირება, ევროკავშირში განაცხადის გაკეთებისა და აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ, რათა შემდგომში შეიტანონ ევროკავშირის ბაზარზე მათ მიერ წარმოებული პროდუქცია“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ევროკომისართან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმების გარდა, საუბარი წარიმართა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე.

ბეჭდვა