ტექნოლოგიების სააგენტოსა და ებრაულ კომპანიას ,,Frank Group” - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ტექნოლოგიების სააგენტოსა და ებრაულ კომპანიას ,,Frank Group” - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
11:30 02.02.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ებრაულ კომპანიას ,,Frank Group”- ს შორის თბილისის ტექნოპარკში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური (Shabtai Tsur) დაესწრო.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შემდეგ საკითხებს აერთიანებს: გამოცდილების გაზიარება ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით; ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება (სემინარები, კონფერენციები, ფორუმები); ისრაელის ენჯელ/ვენჩურულ ინვესტორებსა და ფონდებთან დაკავშირება; სტარტაპებისთვის ფიჩინგსესიების მოწყობა; ქართველი სტარტაპებისთვის ისრაელის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა და სხვა.

ინოვაციების სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, „Frank Group”-ის ხელმძღვანელმა მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრები ქართველ სტარტაპერებთან გამართა. სტუმარმა ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კომპანიის შესახებ და ჩვენს ქვეყანაში სამომავლო ინვესტიციების შესაძლებლობებიც განიხილა.

საერთაშორისო ჰოლდინგი ,,Frank Group” - ი 50 წლის წინ დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მედიცინა, უძრავი ქონება, სამრეწველო ინდუსტრია, ტურიზმი და ვენჩურული დაფინანსება მაღალტექნოლოგიურ სფეროში.


ბეჭდვა