„თიბისი ბანკმა“ 2012 წლის საუკეთესო ბანკის სტატუსი მოიპოვა
„თიბისი ბანკმა“ 2012 წლის საუკეთესო ბანკის სტატუსი მოიპოვა
18:02 09.07.2012
მსოფლიოში ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ჟურნალმა „ევრომანი“ (Euromoney) „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2012 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.
როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ბანკი „Awards for Excellence” სერიაში შეფასდა და საქართველოს მასშტაბით კონკურენტ ბანკებს შორის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
მათივე ინფორმაციით, ჯილდოს მიზანი იმ ბანკების აღიარებაა, რომლებიც ბაზარზე მიღწეული შედეგებით, ნოვატორობით და ლიდერობით გამოირჩევიან.
„ევრომანმა“ „თიბისი ბანკის“ 2011 წლის მიღწევებს, ფილიალების ეფექტურობას და მიკროსაფინანსო სექტორში მთლიანად „თიბისი“ ჯგუფის წარმატებებს გაუსვა ხაზი.
ჟურნალი „ევრომანი“ (Euromoney) მსოფლიო მასშტაბით, 100-მდე ქვეყანაში ბანკებს 1998 წლიდან იკვლევს. დაჯილდოება 20-მდე სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით წელიწადში ერთხელ ხდება.

ბეჭდვა