მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
13:40 31.01.2018
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, აშშ-ის ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტში, მათ შორის, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და სსფ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯით ბრინკთან.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დღესვე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრება ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ ორგანიზებულ ღია ბიუჯეტის კვლევების შედეგების ოფიციალურ პრეზენტაციას, სადაც ფინანსთა მინისტრს და ქართულ დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს პანელურ დისკუსიაში და ისაუბროს რეფორმის შედეგებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.



ბეჭდვა