წინა წლის წინასწარი შეფასებით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში და
2017 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,7 პროცენტი შეადგინა.
2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 4,8 პროცენტი შეადგინა.
ასევე წინასწარი შეფასებით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.
