„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინელი
ხალხისთვის წართმეულ ფულს მოსამართლეებს საკუთარი ჯიბეებიდან დააბრუნებინებს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ გენერალური პროკურატურის საჩივარს განიხილავს-პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
„თქვენ გაქვთ მორალური უფლება მათი დანაშაულებრივი ბრძანებები არ შეასრულოთ, მაგრამ ამას არ აკეთებთ. ამის გამო მკაცრად დაისჯებით. მოვა დრო და უკრაინელი ხალხისთვის მოპარულ მილიარდებს თქვენი ჯიბეებიდან დაგაბრუნებინებთ. მინდა, ხალხმა თქვენი სახეები კარგად დაიმახსოვროს, რადგან როცა ლუცენკო ქვეყნიდან გაიქცევა, თქვენ ხელებს აწევთ და იტყვით, რომ პატარა ხალხი იყავით და წინააღმდეგობას ვერ გაუწევდით, მაგრამ ამისთვის მოგეკთხებათ“-განაცხადა სააკაშვილმა.
