გოჩა ენუქიძე: დავოსის ფორუმში წარმატებული მონაწილეობა, მომდევნო 1-3 წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ქვეყანას
გოჩა ენუქიძე: დავოსის ფორუმში წარმატებული მონაწილეობა, მომდევნო 1-3 წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ქვეყანას
13:09 25.01.2018
დეპუტატ გოჩა ენუქიძის შეფასებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველო წელს განსაკუთრებით კარგად იყო მომზადებული.

მისივე თქმით, დავოსის ფორუმში წარმატებული მონაწილეობა, მომდევნო 1-3 წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ქვეყანას.

"პრემიერ-მინისტრმა და ჩვენი ქვეყნის დელეგაციამ წარმატებით შეძლო პარტნიორებისთვის მთავარი გზავნილების გადაცემა, რომ საქართველო მზად არის მეტი ეკონომიკისთვის; საქართველოს უკვე აქვს პოზიტიური დღის წესრიგი.

დიდწილად სწორედ იმან, რაც საქართველოს ეკონომიკაში 2017 წელს მოხდა, განაპირობა დავოსის ფორუმზე ჩვენი ქვეყნის ასეთი სტატუსი. 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის 29%-იანი გაუმჯობესება, საგადასახადო და ადმინისტრაციული რეფორმები, ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურიზმის მაჩვენებლები - ეს უკვე არის შეუქცევადი განვითარების სიგნალი მსოფლიო ეკონომიკისთვის.

დავოსის ფორუმში წარმატებული მონაწილეობა, მომდევნო 1-3 წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ქვეყანას. ეს დადებითად აისახება ოჯახების შემოსავლებზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე", - განაცხადა დეპუტატმა.


ბეჭდვა