სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდება
სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდება
11:24 23.01.2018
ტექნოპარკში დღეს ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც შეეხება 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას.


ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ფორმდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომპანია „სიბისი“-სა („კრეატივ ბიზნეს კაპ ჯორჯია“) და დანიურ ორგანიზაცია „CB Foundation“-ს შორის.

მემორანდუმზე ხელმოწერას დაესწრებიან სტუდენტები და სტარტაპების წარმომადგენლები, რომლებთანაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრას გამართავს.

ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა