დოლართან მიმართებით ლარი გამყარებას განაგრძობს
დოლართან მიმართებით ლარი გამყარებას განაგრძობს
17:23 15.01.2018
საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარებას მცირედით განაგრძობს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,5423-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება ევროს, ხვალიდან ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,1209 ლარი იქნება.


ბეჭდვა