2017 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 13.8%ით იმატა
2017 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 13.8%ით იმატა
11:30 15.01.2018
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შედეგების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10707.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორამციით, აქედან, ექსპორტი 2728.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (29.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7979.2 მლნ. აშშ დოლარი (9.4 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5251.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

ბეჭდვა