დაბა ყაზბეგში, მდინარე თეთრ არაგვზე "მლეთა ჰესის" მშენებლობით ქართული კომპანია "არაგვი ენერჯი" ინტერესდება.
კომპანიამ შესაბამისი განაცხადით ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უკვე მიმართა.
ჰესის დადგმული სიმძლავრე 1,97 მგვტ-ს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული განაცხადის შესახებ გადაწყვეტილებას 1 თვის ვადაში მიიღებს.
სხვა დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მიმდინარე წლის 20 მარტის 18:30 საათამდე უნდა წარადგინონ.
"მლეთა ჰესი" სახელმწიფო პროექტის "განახლებადი ენერგია 2008" ფარგლებში აშენდება.
