დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ჩინელი ინვესტორების დაინტერესება ანაკლიის პორტითა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონით
დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ჩინელი ინვესტორების დაინტერესება ანაკლიის პორტითა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონით
15:00 09.01.2018
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჩინეთის ელჩთან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩინელი ინვესტორების დაინტერებაზე ისაუბრეს.

„აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს, სადაც ინტერესი გამოხატულია, მემორანდუმები გაფორმებულია და ვფიქრობთ, რომ მალე ეს ყველაფერი განხორციელდება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აღნიშნული საკითხის შესახებ ჩინეთის ელჩმა ძი იანჩიმ განაცხადა, რომ ჩინური მხარე მიესალმება ჩინური კომპანიების მონაწილეობას ანაკლიის პროექტში.

ბეჭდვა