თბილისის აეროპორტში ფრენები აღდგა
თბილისის აეროპორტში ფრენები აღდგა
12:15 08.01.2018
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. მიმოსვლის შეფერხების მიზეზი ძლიერი ნისლი იყო.

ამ მომენტისთვის გადადებულია მხოლოდ ერთი რეისი თელ-ავივის მიმართულებით.

როგორც აეროპორტის პრესსამსახურში განმარტავენ, გაუქმებული 10 რეისის აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად კომპანიები მიიღებენ.



ბეჭდვა