წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის ნოემბერში რეალური
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,7 პროცენტი, ხოლო ამავე წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,8 პროცენტი შეადგინა.
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მიმდინარე წლის ნოემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, ოპერაციები უძრავი ქონებით, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობაში, საკვები პროდუქტების წარმოებასა და მეტალურგიულ მრეწველობაში.
