კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს დაათვალიერა.
ელექტროგამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებისა და გამრიცხველიანებისათვის კომპანია 480 ათას ლარს ხარჯავს და 1 600 აბონენტს ინდივიდუალურად ამრიცხველიანებს.
საქართველოს რეგიონებში არსებული ყველა აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2013 წლის ბოლოს დასრულდება.
