"საქართველოს ბანკმა" დღეს რუსთავში ახალი სერვისცენტრი გახსნა.
ცენტრი ავტობაზრობის ტერიტორიაზე მდებარობს და მასში მომხმარებელი სტანდარტულ
საბანკო ოპერაციებს სწრაფად განახორციელებს.
საქართველოს ბანკის ახალი სერვისცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი.
"საქართველოს ბანკს" ქვეყნის მასშტაბით უკვე 153 სერვისცენტრი აქვს.
