საპარტნიორო ფონდმა „მიკრობოსტნეულის სათბურის“ პრეზენტაცია გამართა
საპარტნიორო ფონდმა „მიკრობოსტნეულის სათბურის“ პრეზენტაცია გამართა
15:52 22.12.2017
საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის“მიკრობოსტნეულის სათბურის“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები და გამარჯვებული პროექტის ავტორები ესწრებოდნენ.
ახალი სტარტაპით შესაძლებელია ჰიდროპონიკური მეთოდით მიკრობოსტნეულის მოყვანა სათბურში. მიკრობოსტნეული პატარა მწვანილის ფორმის ახალგაზრდა ბოსტნეულია, რომელიც კერძებში ძირითად ვიზუალისა და გემოს გასაუმჯობესებლად, ასევე გარნირად ან სალათის მოსამზადებლად გამოიყენება.
„მიკრობოსტნეული გაიზრდება განსხვავებული მეთოდით სპეციალურ კონტეინერებში, მიწის ნაცვლად გამოიყენება ორგანული მედიუმი, კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს ცოცხალ ბოსტნეულს, რომელიც მინიმუმ 3 კვირა შეინახება სახლის პირობებში და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება, ახალი პროექტი ასევე შექმნის კიდევ მეტ სამუშაო ადგილს “ - აღნიშნა სტარტაპ-საქართველოს დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.
მიკრობოსტნეულში კონცენტრირებულია ბევრად მეტი ვიტამინი და მინერალია ვიდრე ზრდასრულ ბოსტნეულში ან მწვანილში.
მიკრობოსტნეულის მოსაყვანად არ გამოიყენება სასუქი ან რაიმე ქიმიური დანამატი, რადგან ნებისმიერი თესლი მცენარის 2 კვირით გასაზრდელად საკმარის საკვებ მასალას შეიცავს.
მიკრობოსტნეულს აქვს მისივე ზრდასრული ბოსტნეულისა თუ მწვანილის იდენტური და უფრო მკვეთრად გამოხატული გემო.
„სტარტაპ საქართველოს ამ ეტაპზე 89 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 69 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის . გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს .

ბეჭდვა