დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია იმ გეოლოგიური ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია
დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია იმ გეოლოგიური ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია
13:25 20.12.2017
პირველი ვიცე-პრემიერის ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმ გეოლოგიური ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია.
„ სახელმწიფომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მომხდარიყო მის ხელთ არსებული გეოლოგიური რუკებისა და მონაცემების ციფრულ ფორმატში გადატანა. ვფიქრობთ, რომ ეს მონაცემები უნდა გაიხნას. დღეს აღნიშნული საინფორმაციო პაკეტი ფასიანია და ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს გახსნილი იმისთვის, რომ ინვესტორებმა ნახონ, თუ რა გააჩნია სახელმწიფოს და შესაბამისად, მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით. საბოლოო ჯამში, დარგის რეფორმის შედეგებით, ჩვენ გვექნება განვითარებული სანედლეულო ბაზა, გამართული ბიზნესპროცესები, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე ბიზნესსისტემა და რა თქმა უნდა, გაზრდილი საინვესტიციო მიმზიდველობა ამ მიმართულებით-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბეჭდვა