მამუკა ბახტაძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
 მამუკა ბახტაძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
17:52 19.12.2017
საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პასკალ მენიემ.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის მარტში თბილისში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონული ოფისის გახსნის მნიშვნელობას, ასევე, ისაუბრეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე, მათ შორის, ისეთ სფეროებში როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სტუმარს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობა, 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და მომავალ წელს ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები, განსაკუთრებით დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების გამარტივების მიმართულებით.


ბეჭდვა