ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით ნებისმიერი კომპანიის კაპიტალიზაცია და
წარმატებულობა განისაზღვრება მისი საოპერაციო მოგებით და ეგრეთწოდებული მარჟებით, რაც ამ კომპანიას აქვს.
ამის შესახებ ბახტაძემ სს საქართველოს რკინიგზის საქმიანობის შეფასებისას, დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„თქვენც, როგორც ეკონომისტი შემოხვედით ამ იდეით და ორი სხვადასხვა ციფრი შეადარეთ ერთმანეთს, რაც პრინციპულად არასწორია. აქვე გაისმა საკითხი, რომ ბოლოწლებში რკინიგზამ დაკარგა თავის ტრანზიტული პოტენციალი, სხვებმა გაასწრეს და ა. შ. ჩვენ რომ არ ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სუბიექტური, ძალიან მარტივ გამოსავალსგთავაზობთ. აუცილებელი ის კი არ არის, რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი რას ამბობს იმ კომპანიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა, ან ადამიანი, რომელიც პოლიტიკურშფასებას აკეთებს, აუცილებელია ინვესტორი რას ფიქრობს, ამ შემთხვევაში საფონდო ბირჟა, სადაც საქართველოს რკინიგზის ბონდები კვოტირებს და ჩვენ ვართ საუკეთესოებიამ შემთხვევაში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, გაუგებარია რომელი ტრანზიტული პოტენციალის დაკარგვაზე საუბარი, როდესაც ამ ტრანზიტული გზის გასწვრივ, რაც კი რკინიგზებია და ქვეყნებია ყველაზესაუკეთესო მაჩვენებელი აქვს საქართველოს რკინიგზას.
„ეს ძალიან გაუგებარია ჩემთვის. მეორე-კომპანიის მოგებას რაც შეეხება, ეს არის საქართველოს რკინიგზის მარჟები და როცა ჩვენ ვსაუბრობთ 2014-15 წლები იყო საქართველოსრკინიგზისთვის საუკეთესო, ეს არ არის ჩემი სიტყვები, დიდი ოთხეულის აუდიტორული ამონაწერი KPMG- ის ამოიღეთ და ნახავთ ამ ციფრებს . ვიცი, რომ შემდეგი კითხვათქვენი იქნება, რომ საქართველოს რკინიგზა აწარმოებს თავის ფინანსურ ანგარიშგებას ლარში და კურსს როგორ შეძლო ამაზე გავლენა მოეხდინა, და ბუნებრივია მოახდინა დაწინასწარ გპასუხობთ ამ შეკითხვაზეც, თქვენ ხედავთ მონაცემებს, სადაც ჩანს რთული პროცენტით საქართველოს რკინიგზის პერფორმანსი სხვა რკინიგზებთან შედარებით დახედავთ აქაც ვინ არის პირველ ადგილზე. ეს რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის, როგორც ტრანზიტული ორგანიზაციის ფუნქციას და რაც მან ამ ბოლო წლებში შეძლო. ამავედროს, მინდა დავუბრუნდე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს სატრანზიტო კუთხითაც. ალბათ იმაში არ შემეწინააღმდეგებით, რომ საქართველოს რკინიგზა არის სატრანზიტოპოტენციალის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, მაგრამ არის თუ არა მილსადენები, რომელიც ასევე საქართველოზე გადის სატრანზიტო პოტენციალის ნაწილი-არის. ნახეთმილსადენების მონაცემები ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. ბუნებრივია, როცა ნავთობი 100დოლარი ღირდა, პრემიალური გაყიდვის მიზნით მას რკინიგზაზე გადაადგილებაერჩივნა და როცა ჩამოვიდა 50 დოლარზე, მან აირჩია მისთვის უფრო ოპტიმალური ტრანსპორტი, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველომ დაკარგა ეს ტვირთი,უბრალოდ მილსადენებში გადავიდა და მილსადენებიისეთივე სატრანზიტო ნაწილია ჩვენი ქვეყნის, როგორც საქართველოს რკინიგზა,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
