მამუკა ბახტაძე: ექსპორტის მიმართულებით მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოსთვის გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა
 მამუკა ბახტაძე: ექსპორტის მიმართულებით მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოსთვის გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა
17:33 13.12.2017
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ექსპორტის მიმართულებით მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ფაქტზე.
როგორც მან აღნიშნა, სასაქონლო იმპორტი 3-ჯერ მეტია ექსპორტზე და ეს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობის სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.
„ამ მიმართულებით 2017 წლის მეორე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლაც, რომ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა. მიმდინარეანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან კომპონენტებს შეადგენს: ვაჭრობასა და მომსახურებაში ექსპორტ-იმპორტის სალდო, ფულადი ტრანსფერები, უცხოური ინვესტიციებითშექმნილი კომპანიების მოგება. ეს უკანასკნელი არის ასევე, მინუსი მიმდინარე ანგარიშის ბალანსში, თუმცა, იმავდროულად იგი “შინაარსობრივად” არ წარმოადგენს უარყოფით მოვლენას მით უმეტეს, რომ აღნიშნული მოგების დიდი ნაწილის რეინვესტირება ხდება. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელი კომპონენტის გამოკლებით შევხედავთ მიმდინარე ანგარიშისდეფიციტს დავინიახავთ, რომ ჩვენ გვაქვს არა თუ (მიმდინარე ანგარიშის) დეფიციტი, არამედ პროფიციტი მშპ-ის 2.7 პროცენტის ოდენობით“- - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი, რომელიც მნიშვნელოვნად უმჯობესდება ექსპორტის მაღალი ტემპით ზრდის შედეგად, სრულად ფინანსდება ტურიზმიდან და ფულადიტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებით და უფრო მეტიც, აჭარბებს მას.
„ეს არის საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და საქართველოს მთავრობა გააკეთებს მაქსიმალურს ამ დინამიკის გასაძლიერებლად“, -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


ბეჭდვა