მამუკა ბახტაძე: სსფ-ის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით საქართველო იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში
მამუკა ბახტაძე: სსფ-ის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით საქართველო იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში
13:47 13.12.2017

მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა

ბახტაძემ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2017 წლის პირველ 10 თვეში წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 4.9 პროცენტით გაიზარდა.

მისივე თქმით, მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დაგეგმილ რეფორმებს, რომლის შედეგითაც, მოხდება ეკონომიკის სრული ტრანსფორმაცია.

„სწორედ 4.9 პროცენტია ჩვენი პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისათვის. მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი მომავალი წლებისათვის. ამ ვარაუდს ამყარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებიც. ფონდის აზრით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით, იგი იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ფონდი კონსერვატიულ პროგნოზებს აკეთებს (რასაც 2017 წლის მაჩვენებლებიც მოწმობს) და რეალურად, ჩვენი მოლოდინია, რომ უფრო მაღალ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მივაღწევთ.
ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რომლის შედეგით, მოხდება ეკონომიკის სრული ტრანსფორმაცია, ზრდის დაჩქარება, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდაში,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

ბეჭდვა