ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია
 ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია
13:48 13.12.2017
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზეც.
ბახტაძის განცხადებით, ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია.

„ბოლო წლებში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბდა და მიმდინარე ანგარიშის ხარჯების დაფინანსების გადამწყვეტ კომპონენტად იქცა. ბოლო 5 წელიწადში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაორმაგებულია. 2016 წელს, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მილიონს. წელს კი, 11 თვის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით, 7 მილიონს შეადგენს. ჩვენი პროგნოზით 2017 წელს, საქართველოს ეკონომიკა მიიღებს ამ სექტორიდან 2,8 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალს საერთაშორისო ტურიზმიდან“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ბეჭდვა