ფინანსთა მინისტრი დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება
ფინანსთა მინისტრი დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება
09:13 11.12.2017
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრი ასოციაციის წევრებს ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებსა და ინიციატივებს გააცნობს.


ღონისძიება 10:45 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა