ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი იმ შემთხვევაში მიიღებს
ზომებს და გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, თუ მინიმალური გაცვლითი კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება გადახრილი წონასწორობის კურსისგან.
მისივე თქმით, მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში სხვა პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.
„მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება. იმის ფონზე, რომ არის გაუმჯობესება საგარეო ფაქტორების მხრიდან დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ მოლოდინებს ეთამაშა თავის როლი, მაგრამ ისევ და ისევ ამის სრული ანალიზი შესაძლებელი იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ მინიმალური გაცვლითი კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქნება გადახრილი წონასწორობის კურსისგან, ისე რომ მან შეიძლება ინფლაციის ზრდას შეუქმნას რისკები, ეროვნული ბანკი მიიღებს ზომებს და ეს ზომები არის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება“ - განაცხადა კობა გვენეტაძე.
