სასტუმრო "რუმსში" საჯარო სამსახურში შეფასების სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმრო "რუმსში" საჯარო სამსახურში შეფასების სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
11:37 02.12.2017
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი ცოტნე ყავლაშვილი სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დაესწრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და USAID-ის პროგრამის, „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) მხარდაჭერით ორგანიზებულ პრეზენტაციას: „შეფასების სისტემის დანერგვა და განვითარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.“

პრეზენტაციაზე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები და დონორები გაეცნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში GIZ-ის ფინანსური დახმარებით მიმდინარე შეფასების სისტემის პროექტის ანგარიშს.

შეფასების სისტემის განვითარება საჯარო სამსახურის რეფორმის ნაწილია და მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულებებში შესრულებული სამუშაოს ხარისხის ამაღლებას.


ბეჭდვა