კორეის რესპუბლიკის წამყვანმა ტურისტულმა კომპანიამ - NAEILTOUR-მა ქვეყნის მასშტაბით
ოფიციალურად დაიწყო საქართველოში სამოგზაურო ტურისტული პაკეტების გაყიდვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორეელ ტურისტებს კომპანია 5-7 დღიან მარშრუტებს სთავაზობს სიღნაღის, თბილისის, მცხეთის, ყაზბეგის, ბორჯომის და ახალციხის მიმართულებებით. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ზემოხსენებული პაკეტების შემუშავება და მომხმარებლისთვის მათი შეთავაზება საქართველოში გამგზავრების მსურველთა გაზრდილმა რაოდენობამ განაპირობა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, შესაბამისად ბაზრის შესწავლის მიზნით, კომპანიის ევროპული მიმართულების განყოფილების მენეჯერი მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეწვია საქართველოს და მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით შედგა ტურისტული მარშუტები საქართველოს მიმართ კორეული ტურისტული კომპანიების ინტერესის ზრდა კორეაში საქართველოს საელჩოს აქტიური მუშაობის შედეგია და მიზნად ისახავს საქართველოში კორეელი ტურისტების მოზიდვას, რაც თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დიპლომატიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
#economicdiplomacy #createbusinessoportunity #Georgia
