ვარკეთილში „ვითიბი ბანკის” ახალი ფილიალი გაიხსნება
ვარკეთილში „ვითიბი ბანკის” ახალი ფილიალი გაიხსნება
09:17 06.07.2012
„ვითიბი ბანკის“ ახალი ფილიალი დღეს ვარკეთილშიც გაიხსნება.
დღესვე, ვარკეთილის მეტროსთან მდებარე ახალი ბიზნესცენტრის გახსნაც იგეგმება, სადაც ბანკის აღნიშნული ფილიალია განთავსებული.
როგორც „ვითიბი ბანკში“ აცხადებენ, მენეჯმენტი ქსელის განვითარებას თბილისსა და რეგიონებში აქტიურად განაგრძობს. 2012 წლის დასაწყისიდან მან ფილიალების რაოდენობა 3 ახალი წერტილით გაზარდა და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა აქვს დაგეგმილი.
„ვითიბი ბანკის“ ვარკეთილის ფილიალში 12 ადამიანი დასაქმდა.
ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ფილიალი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების და მომსახურების სრულ სპექტრს შესთავაზებს.

ბეჭდვა