„სილქტივი“ ფასდაკლების აქციას იწყებს
„სილქტივი“ ფასდაკლების აქციას იწყებს
09:15 06.07.2012
კომპანია SILK TV დღეიდან ფასდაკლების აქციას იწყებს. მომხმარებელი აქციით SILK TV-ის DSL და ოპტიკის სერვისზე რეგისტრაციისას ისარგებლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ SILK TV-დან აცნობეს, აქციის ფარგლებში, „სილქტივის“ ნებისმიერ არჩეულ პაკეტზე მომხმარებელი 2 თვის განმავლობაში, სააბონენტოს მხოლოდ 10 ლარს გადაიხდის, ასევე, ინსტალაციასა და დამატებით სატელევიზიო მომსახურებაზე (STB) 50%–იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აქციის პერიოდში ჩართული აბონენტებისთვის, 2 თვის განმავლობაში „სილქტივის“ ვიდეოთეკა უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ვიდეოთეკაში შესულია 1 000-მდე ქართული და უცხოური კინო-ფილმი ჟანრების მიხედვით.
მათივე ცნობით, პირობები არ გავრცელდება (DSL და ოპტიკის) სამმაგი და ოთხმაგი შეთავაზების პაკეტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის.
აქციის დასრულების შემდგომ კომპანია მომხმარებელს სტანდარტული ტარიფებით მიაწვდის მომსახურებას. აბონენტები ყოველთვიურად „პაკეტ ლაითზე“ –15 ლარს, „პაკეტ ლუქსზე“ – 25 ლარს, „პაკეტ დელუქსზე“ – 50 ლარს და „პაკეტ დელუქსზე HD“– 60 ლარს, ასევე, დამატებით დეკოდერზე 10 ლარს გადაიხდიან.
სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს არჩეული პაკეტი შეცვალოს.
აქცია 10 აგვისტომდე გაგრძელდება.

ბეჭდვა